ვერძი
მიუხედავად იმისა, რომ გიჭირთ ემოციების მოთოკვა, დღეს თავს ძალა უნდა დაატანოთ, რომ გარშემო მყოფებთან იმიჯი არ შეილახოთ.
კურო
ბოლო დროს საკუთარი თავის გარდა აღარავინ გახსოვთ. მიიხედ-მოიხედეთ და ახლობლებს შეეხმიანეთ.
ტყუპი
კანონი იმისთვის იწერება, რომ დავარღვიოთ. დღეს საკუთარი მიზნების მისაღწევად მცირე დანაშაულის ჩადენაც გეპატიებათ.
კირჩხიბი
დღეს სტანდარტული სქემით ვერ იმოქმედებთ. საკითხს არაორდინარულად უნდა მიუდგეთ.
ლომი
ზედმეტად ემოციური იქნებით. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები.
ქალწული
ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და თუ საკუთარ პრობლემებს თავად ვერ უმკლავდებით, მათი მოგვარება სხვებს გადააბარეთ.