ყოველ პარასკევს კახში საეკლესიო მსახურება ჩატარდება

ყოველ პარასკევს კახში საეკლესიო მსახურება ჩატარდება

დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსსა და კახის რაიონის წმინდა გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი პრინციპულ სირთულეებს ვერ ხედავს. როგორც გარაევმა განაცხადა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთზე, რომელიც აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული, მომლოცველებსა და ტურისტებს გადასვლა დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ.

მინისტრის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კახის რაიონში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საეკლესიო რიტუალები კვირაში ერთხელ, პარასკევს ჩატარდება.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა