გიორგი კანდელაკი - "9 მაისი არანაირი გამარჯვების დღე არ არის"

გიორგი კანდელაკი - "9 მაისი არანაირი გამარჯვების დღე არ არის"

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი 9 მაისს გამარჯვების დღედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ კანდელაკი "ფეისბუქში" საკუთარ გვერზდე წერს.

"9 მაისი არანაირი გამარჯვების დღე არ არის რადგან:

* ერთმა ბოროტებამ გაიმარჯვა მეორეზე;

* მეორე მსოფლიო ომის იმ მასშტაბებით გაჩაღება როგორც ეს მოხდა, ჰიტლერმა შეძლო მხოლოდ და მხოლოდ 1939-1941 წლებში სსრკ-ს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის შედეგად (ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა არა მხოლოდ პოლონეთზე ერთობლივ თავდასხმაში და ევროპის გადანაწილებაში, არამედ საბჭოთა პროპაგანდის აქტიურ პრო-ნაცისტურ კამპანიაში, ევროპის კომუნისტური პარტიებისთვის პირდაპირ მიცემულ დირექტივებში შეგებებოდნენ ნაცისტებს, საკონცენტრაციო ბანაკების აგებაში გამოცდილების გაზიარებასა და გერმანიიდან გამოქცეული ებრაელების უკან გადაცემაშიც კი);

* მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას დაემყარა საბჭოთა კავშირის არსებობის ლეგიტიმაცია, რამაც გაახანგრძლივა ბოროტების იმპერიის არსებობა და საქართველოს (და სხვა ქვეყნების, მაგ. ბალტიისპირეთის) უკანონო ოკუპაცია, საზოგადოების დეგრადაცია ათწლეულებით ისევე როგორც ევროპის მანამდე თავისუფალი ნახევრის 50 წლით დამონება და თაობების გაუბედურება;

* ჩვენი ქვეყნის მიერ გაღებული მსხვერპლი (400,000 ადამიანამდე) იყო აბსოლიტურად დისპროპორციული (და უტოლდება ომში აშშ-ს სამხედრო მსხვერპლს) და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საზოგადოების განვითარებას;

* ომის დაწყებამდე სტალინის მიერ ჰიტლერზე ბევრად დიდი მასშტაბის მასიური მკვლელობის ფაქტების (ჰოლოდომორის, გულაგის, დახვრეტების, 1924 წლის აჯანყების ჩახშობის, ფინეთის ომის, ბალტიის ქვეყნებში გაჩაღებული ტერორის და ასე უსასრულოდ) მიჩქმალვას;

* და ბოლოს - ბალტიის ქვეყნების მიერ არჩეული გზის სისწორე დრომ დაამტკიცა და რახან მიბაძვა გვიყვარს - ისინი არანაირ გამარჯვების დღეს არ აღნიშნავენ - დღეს არის ევროპის დღე!:)", - წერს კანდელაკი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს