ჰიტლერი "ფიფქია და შვიდი ჯუჯას” პერსონაჟებს ხატავდა

ჰიტლერი "ფიფქია და შვიდი ჯუჯას” პერსონაჟებს ხატავდა

ცნობილი ფაქტია, რომ ადოლფ ჰიტლერს ხატვა უყვარდა. 2008 წელს ჰიტლერის უცნობი ჩანახატები აღმოაჩინეს - ჩანახატებზე "ფიფქიას" ორი ჯუჯა - "ჭკუის კოლოფი" და "მორცხვი" არიან გამოსახულნი, ასევე პინოქიო.

მომავალ ფიურერს პერსონაჟები შემთხვევით არ შეურჩევია. ჰიტლერი "ფიფქიას" ვიდეოფირის ასლს ინახავდა და საკუთარ კინოთეატრში პერიოდულად უყურებდა. ფიურერი ამ ანიმაციურ სურათს მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიიჩნევდა. დისნეის მიმართ ჰიტლერის სიყვარული მისი ახლო გარემოცვის წევრებისთვის კარგად იყო ცნობილი. გებელსმა ერთხელ მას სუვენირი აჩუქა მიკი მაუსის გამოსახულებით და მოგვიანებით საკუთარ დღიურში ჩაწერა, რომ ფიურერი "ძალიან კმაყოფილი" დარჩა.

მომზადებულია factroom.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს