რას უნდა ელოდე, თუ ქალს კოცნაზე უარს ეტყვი?

რას უნდა ელოდე, თუ ქალს კოცნაზე უარს ეტყვი?

ბეისბოლის მატჩზე კამერა "Kiss Cam"-მა, რომელიც მატჩის დროს შეყვარებულ წყვილებს იღებს და სტადიონის ეკრანზე აჩვენებს, ძალიან სახალისო კადრი გადაიღო. როდესაც ეს კამერა გამოგიჭერთ, პარტნიორს უნდა აკოცოთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ბიჭისთვის მობილური უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ქალი.

კამერამ წყვილი რამდენჯერმე აჩვენა, მაგრამ ყოველ ჯერზე ბიჭი გოგონას თავიდან იშორებდა და მობილურზე საუბარს აგრძელებდა. შემდეგ კადრმა სხვა წყვილებისკენ გადაინაცვლა - მათ ერთმანეთს აკოცეს. როგორც ჩანს, ამის დანახვაზე გოგონა ძალიან გაღიზიანდა.

მესამე ჯერზე, როდესაც "Kiss Cam"-ის ობიექტივში კვლავ ისინი აღმოჩნდნენ, გოგონა ფეხზე წამოხტა და პარტნიორს წვენი გადაასხა. დასველებულმა ბიჭმა, როგორც იქნა, მობილური გათიშა. კამერას სხვა წყვილებისთვის აღარ ეცალა და რამდენიმე წუთი გოგონას იღებდა, რომელმაც სტადიონი აღშფოთებულმა დატოვა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს