მამაკაცი მისი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის

მამაკაცი მისი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის

აზერბაიჯანის მოქალაქემ სასამართლოში სარჩელი იმ 80 მოწვეული სტუმრის წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც მისი შვილის ქორწილში არ მივიდნენ, - ამის შესახებ მომჩივანის ადვოკატმა განაცხადა.

ადვოკატ ანარ გასიმლის განცხადებით, მამაკაცი საჩივარში აღნიშნავს, რომ თავად ყველა ამ ადამიანის ქორწილშია ნამყოფი და ამისთვის ფულიც გადაიხადა.

ნაწყენი აზერბაიჯანელი მოწვეული სტუმრებისგან ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

მომზადებულია 1news.az-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს