მამაკაცის ცხვირიდან ტვინმა ”გამოჟონა”

მამაკაცის ცხვირიდან ტვინმა ”გამოჟონა”

ამერიკელმა ჯო ნეგმა, რომელსაც 1.5 წლის განმავლობაში სურდო სტანჯავდა, ექიმს მიმართა და ანალიზების შედეგით გაოცებული დარჩა. როგორც აღმოჩნდა, მისი სურდო სულაც არ იყო ალერგიის ბრალი - მისი ცხვირიდან ტვინმა გამოჟონა. ამასთან, მედიკოსების თქმით, ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია.

ანალიზებმა აჩვენა, რომ მამაკაცის ტვინის გარშემო არსებულ მემბრანაზე ხვრელი გაჩნდა, საიდანაც ტვინის სითხემ ჟონვა დაიწყო. მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

"ტვინი ცხვირზე ოდნავ მაღლაა. ტვინის სითხის გაჟონვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც უამრავი სპეციალისტი ყურადღებას არ აქცევს", - განაცხადა ნეიროქირურგმა პიტერ ნაკაჯიმ.

ადამიანის ორგანიზმი ყოველდღე გამოიმუშავებს 340 გრამ ტვინის სითხეს, რომელიც ტვინს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომ არ წყდებოდა ჯოს ქრონიკული სურდო - მისი ორგანიზმი დაუღალავად გამოიმუშავებდა სითხეს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს