ფეხბურთელის არარსებული შეყვარებული სექსუალური ქალების რეიტინგში მოხვდა

ფეხბურთელის არარსებული შეყვარებული სექსუალური ქალების რეიტინგში მოხვდა

მამაკაცების ჟურნალმა Maxim-მა პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2013 წლის ტოპ-ასეულში არარსებული გოგონა - ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის მანტი ტე’ოს შეყვარებული მოხვდა, რომლის შესახებაც პრესამ იანვარში შეიტყო. არარსებულ გოგონას 69-ე პოზიცია ერგო.

ჟურნალში გამოქვეყნებულ გოგონას აღწერილობაში ნათქვამია, რომ მას ბევრი ღირსება აქვს, მაგალითად, იგი საცურაო კოსტუმში შესანიშნავად გამოიყურება. ილუსტრაციის სახით Maxim-მა ზღვის ფონზე შავი ბიკინი გამოსახა. ჟურნალის აზრით, სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ტე’ო-ს მეგობარი გოგონა.

სკანდალი ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ჯგუფის ფეხბურთელის გარშემო მას შემდეგ აგორდა, რაც გამოცემა Deadspin.com-ის ჟურნალისტებმა მასალა გამოაქვეყნეს, სადაც მოიყვანეს მტკიცებულებები, რომ სპორტსმენს შეყვარებული არც ჰყავს და არც ჰყოლია.

ადრე ამერიკული მედია რეგულარულად წერდა ტე’ოსა და მისი შეყვარებულის სახელად ლენე კეკუას (2012 წელს ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იგი გარდაიცვალა) რომანის შესახებ. მოგვიანებით ტე’ომ უარყო, რომ კეკუას შესახებ ისტორიის ფაბრიკაციაში მონაწილეობდა და განაცხადა, რომ მისი შექმნა ვიღაცის ხუმრობა იყო.

ტე’ოს შეყვარებული წლის ყველაზე სექსუალური გოგონების რეიტინგში ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟია. რეიტინგის სხვა მონაწილეები მოდელები, მსახიობები და მომღერლები არიან. პირველი ადგილი ამერიკელ მომღერალ მაილი საირუსს ერგო, მეორეზე მისი კოლეგა სელენა გომასია, ხოლო მესამე ადგილზე რიანა გავიდა.

ყველაზე სექსუალური ქალების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. მაილი საირუსი

2. სელანა გომესი

3. რიანა

4. მილა კუნისი

5. ჯენიფერ ლოურენსი

6. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი

7. ეშლი ტისდეილი

8. კეიტ ეპტონი

9. ვანესა ჰაჯენსი

10. ელიშა კეტბერტი

მომზადებულია Maxim-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს