ბრიტანელი მათხოვარი მდიდრულ სახლში ცხოვრობს

ბრიტანელი მათხოვარი მდიდრულ სახლში ცხოვრობს

ბრიტანეთის ზღვისპირა ქალაქ ბლეკპულში 45 წლის კაცი მოწყალებას ითხოვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ენდრიუ დევიკი არც უსახლკაროა და არც მშიერი, მას მდიდრული სახლი აქვს და ოჯახის წევრებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

ენდრიუს კისერზე სპეციალური აბრაც კი ჰქონდა ჩამოკიდებული, სადაც ეწერა, რომ უსახლკარო და მშიერია. პოლიციამ ენდრიუ შემთხვევით დააკავა - სამართალდამცავებს "მათხოვრის" საქციელში ეჭვი შეეპარათ. მან აღიარა, რომ ტყუოდა და საქციელი ასე ახსნა - ბავშვები ხომ უნდა გამოვკვებო, სამსახური არ მაქვს და ქურდობას მათხოვრობა სჯობსო.

ენდრიუს არა მხოლოდ სახლი აქვს, ის ყოველთვიურად იღებს სხვადასხვა ტიპის ფულად დახმარებას, მათ შორის უმუშევრობის შემწეობას. სასამართლომ ენდრიუს 1 წლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმის სახით 115 გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს