ჟურნალ Reader's Digest-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები მსახიობებს უფრო ენდობიან, ვიდრე პოლიტიკოსებს.
კითხვაზე, ვის ანდობდით ქვეყნის მართვას, ამერიკელები ამ პატივს ტომ ჰენქსს ანიჭებენ. მას მოსდევს სანდრა ბალოკი, დენზელ ვაშინგტონი და მერილ სტრიპი. პრეზიდენტი ობამა ჟურნალ Reader's Digest-ის გამოკითხვაში მხოლოდ 65-ე ადგილზე გავიდა. პოლიტიკოსების სამყაროდან პირველი ადგილი პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ დაიკავა.
Reader's Digest-მა კვლევა იანვრის ბოლოს ჩაატარა და1009 ადამიანი გამოკითხეს. გამოკითხვის მონაწილეებს ოთხ თვისების - ნიჭის, მორალური სახის, ლიდერის თვისებებისა და პატიოსნების გათვალისწინებით ყველაზე სანდო ადამიანი უნდა დაესახელებინათ.
ცნობადი პირებიდან, უპირატესობა ენიჭებოდათ მსახიობებს, ტელეწამყვანებს, მაგრამ არა პოლიტიკოსებს. აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს პოლიტიკოსები მათ ცოლებზე ნაკლებად მოსწონთ.
მომზადებულია La Stampa-ს მიხედვით.