ოლეგ იაძე კასპის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოხსნას ითხოვს

ოლეგ იაძე კასპის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოხსნას ითხოვს

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე კასპის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელის, მარინა მეტრეველის მოხსნას ითხოვს. იაძის თქმით, მას კაბინეტში ყოველდღიურად 4-5 ადამიანი აკითხავს, რომლებსაც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დახმარება დაენიშნათ, ამჟამად კი მოხსნილი აქვთ. იაძე ამბობს, რომ მეტრეველი "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და ხმების მოპოვების მიზნით სოციალურ დახმარებებს უნიშნავდა.

"თავის დროზე, მარინა მეტერეველის უწყებას ამდენი უკანონო გადაწვეტილება რომ არ მიეღო, დღეს ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. რა გაუხდა ჯანდაცვის სამინისტოს ეს ერთი ქალი, რომ ვერ ხსნის? პირდაპირ ვიტყვი, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქმედებები არის საბოტაჟი ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ", - აცხადებს იაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა