ეკა ხერხეულიძე - ივანიშვილმა "დაიჭირა თადარიგი" და კოალიციაში აქვს რესურსი, შექმნას ოპოზიცია

ეკა ხერხეულიძე - ივანიშვილმა "დაიჭირა თადარიგი" და კოალიციაში აქვს რესურსი, შექმნას ოპოზიცია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეიბუქით" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას აჯამებს:

"პრემიერის დღევანდელი აქცენტები:

1. პოლიტიკა მის ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის

2. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ოთხი წლის შემდეგ იქნება შესამჩნევი

3. "დაიჭირა თადარიგი" და კოალიციაში აქვს რესურსი შექმნას ოპოზიცია

4. ევროპასთან კითხვები აღარ აქვს

5. არ გამორიცხავს სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებას

6. NATO-ს წევრები აქამდე ვიქნებოდით, ამის შესახებ სააკაშვილს ხმამაღლა რომ არ ეყვირა

7. და მთავარი - ამდენი საქართველოში არ დახნულა, რაც ეხლა მოიხნა... რაშიც ვეთანხმები:))", - წერს ხერხეულიძე.

დღეს "ექსპოჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრას ტრადიციული ხასიათი აქვს და ის თვეში ერთხელ იმართება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს