ოჯახი, სადაც 15 ბავშვს ერთი სახელი ჰქვია

ოჯახი, სადაც 15 ბავშვს ერთი სახელი ჰქვია

ბრაზილიის შტატ პარაიბაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა 15 შვილს ერთი სახელი - ვოლტერი დაარქვა.

წყვილს 15 შვილი - 9 გოგო და 6 ბიჭი შეეძინათ. დედმამიშვილებს თავი "უხერხულად" რომ არ ეგრძნოთ, დედამ გადაწყვიტა, გოგონებს დამატებით სახელად მარია რქმეოდათ.

ქალებს ჰქვიათ: ვოლტერლუცია მარია, ვოლტერლივია მარია, ვოლტერლენია მარია, ვოლტერლონია მარია, ვოლტერლასია მარია, ვოლტერლუსია მარია, ვოლტერლუანა მარია, ვოლტერანჯელინა მარია და ვოლტერსილვანა მარია. კაცებს: ვოლტერ ემანუელი, ვოლტერ ლუისი, ვოლტერ ოლივერიო, ვოლტერ მარსელო, ვოლტერ ლისინიო და ვოლტერ ფერნანდო.

ბავშვების მამა ვოლტერ ბრანდაო 2003 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი მეუღლე ეროდიტე ამბობს, სახელს ყველაზე მეტად ბავშვები თინეიჯერობის ასაკში აპროტესტებდნენ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს