სეტყვამ სოფელ ვეჯინში სახნავ-სათესები და სავარგულები გაანადგურა

სეტყვამ სოფელ ვეჯინში სახნავ-სათესები და სავარგულები გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში სახნავ-სათესები და სავარგულები გაანადგურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ვეჯინიდან კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა აცნობა, რამდენიმე წუთში სეტყვამ წლევანდელი მოსავალი მთლიანად გაანადგურა.

სეტყვას ძლიერი წვიმაც მოჰყვა, რამაც სოფლის საუბნო გზებიც დააზიანა. სიბაშვილმა "ინტერპრესნიუსს" სტიქიის ამსახველი ფოტოებიც მოაწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა