კახა კალაძე - ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე მუშაობა დაწყებულია

კახა კალაძე - ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე მუშაობა დაწყებულია

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე მუშაობა დაწყებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისიტრმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება საპილოტე პროექტი, ძალიან დიდი არ იქნება და 20 მეგავატი სიმძლავრის იქნება.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ მოძიება ადგილების, თუ სად შეიძლება განხორციელდეს ეს პროექტი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბარია პროექტის განხორციელებაზე ქართლში და სამცხე-ჯავახეთში.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ