"მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"

"მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ?"

აბაშის მე -2 საჯარო სკოლის მე -12 კლასელ ლევან ჩიქოვანს მათემატიკის მასწავლებელმა ინგა ზასეიშვილმა საკონტროლოს წერის დროს ნაშრომი თავზე გადაახია. ამ ფაქტის გამო ოჯახმა უკვე მიმართა აბაშის პოლიციის განყოფილებასა და მედიასაშუალებებს. სკოლის დირექტორის, ჯილდა ცომაიას თქმით, ინციდენტის შემდეგ საკლასო ოთახში შესულებს მოსწავლეებმა განუცხადეს, რომ არანაირი ცემის ფაქტი არ იყო, მანდატურები კი კომენტარისგან თავს იკავებენ. 30 მასწავლებლის განცხადებით, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გრძელდება. ლევან ჩიქოვანის დედა, ამავე სკოლის მასწავლებლი და პედსაბჭოს თავმჯდომარე, თინათინ შალიკაშვილი დირექტორობისთვის იბრძვის.

პედაგოგ ინგა ზასეიშვილის გაცხადებით, ლევან ჩიქოვანი გამოცდაზე მიცემული შენიშვნის გამო დაუპირისპირდა. აღნიშნულ ფაქტზე კი ამბობს, რომ მოსწავლისთვის ხელი არ დაურტყამს და მხოლოდ ფურცლის გამორთმევას ცდილობდა, რა დროსაც ნამუშევარი გაიხა. "თქვენ რომ მასწავლებელი იყოთ და მოსწავლემ ორივე ფეხი მაგიდაზე დაგიდოთ, მოგეწონებოდათ? თითქმის ყოველ დილით მოდის ეს ბავშვი, მოაქვს განცხადებები, მიმართვები, აკრავს საინფორმაციო დაფაზე, კლასშიც შემოაქვს და იწყება გაწევ-გამოწევა მასსა და კლასელებს შორის", - ამბობს ინგა ზასეიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა