ჩიორა თაქთაქიშვილი - ეს გახდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გარდაუვალი საწინდარი

ჩიორა თაქთაქიშვილი - ეს გახდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გარდაუვალი საწინდარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ზაქარია ქუცნაშვილს წაკითხულიც კი არ აქვს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"!!!!! ისეთ აბსურდებს ლაპარაკობს! ოკუპირებული ტერიტორიების კანონით აფხაზეთში მცხოვრებლები ზარალდებიანო, ვერ შემოდიან აფხაზეთიდან "საქართველოს ტერიტორიაზეო"????!!

ამან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უპირობოდ გახდება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გარდაუვალი საწინდარი??!!!!!

იმის ღირსი მაინც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს საზღვარს ართმევენ, ეუბნებიან, თურმე საქართველოსი აღარ არის რუსეთ-საქართველოს აფხაზეთში და სამაჩაბლოში გამავალი საზღვარი, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღებს წაკითხული მაინც ჰქონდეს ის, რის შეცვლასაც აპირებს?!", - წერს თაქთაქიშვილი.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მუშაობა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვით განაახლა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის გამეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს