გია მაისაშვილი მთავრობას - "თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები"

გია მაისაშვილი მთავრობას - "თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები"

"ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელი, ეკონომისტი გია მაისაშვილი საქართველოს მთავრობას უვიცობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მაისაშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"უხერხემლობა, უვიცობა და გაუთავებელ ტრაბახი აუტანელია. ეს ჩემი ქვეყანაა, ბატონო ახალო მთავრობავ, თქვენგან განსხვავებით, მისთვის მიტირია, მისთვის მიომია, სისხლი მიღვრია, მისწავლია და თქვენს იმპოტენტურობაზე ჩუმად აღარ ვიქნები.

ბრძოლის უნარი და სურვილი არასდროს გამნელებია, მაგრამ სიბრძნეა საჭირო ასეთი მწირე რესურსებით ამ ავადმყოფურ პოლიტიკურ სისტემას რომ დაუპირისპირდე, სადაც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები კი არა ფარდის მიღმა ძალები მარიონეტების, ე.წ. პოლიტიკური ელიტის მეშვეობით დაგიპირისპირდებიან. არადა ნადგურდება ჩვენი ქვეყანა და პატრონი არ ჩანს", - წერს მაისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გია მაისაშვილმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, მონაწილეობა მიიღო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს