რატომ დაუპირისპირდა სამი ქართველი პროფესორი კახი კალაძის სამინისტროს - ”ბათუმს კატასტროფა ემუქრება”

რატომ დაუპირისპირდა სამი ქართველი პროფესორი კახი კალაძის სამინისტროს -  ”ბათუმს კატასტროფა ემუქრება”

რატომ არ დაინტერესდა ენერგეტიკის სამინისტრო სამი ქართველი მეცნიერის ნოვაციით? რატომ მოექცნენ მათ უდიერად და რატომ ემუქრება ბათუმს კატასტროფა? ამას ახლავე გაიგებთ:

ჯუმბერ ფანჩულიძე:

- ჩვენ ვართ შეურაცხყოფილები იმ დამოკიდებულებით, რაც ენერგეტიკის სამინისტროში ვიგრძენით. სანამ "ჩაგვრეცხავდნენ", მანამდე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები, სრული პროფესორები ვიყავით და ახლა ვართ მოწვეული პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ჩვენ 45 წელია ვმუშაობთ ენერგეტიკის საკითხებზე.

- რამ მოგიყვანათ ჩვენთან?

- ძალიან აქტუალურია დღესდღეობით კაშხლებისა და ჰესების მშენებლობა. ჩვენ, სამმა პროფესორმა, მე, გიორგი მეტრეველმა და ნოდარ წივწივაძემ მივმართეთ ენერგეტიკის სამინისტროს, ბატონ კახი კალაძეს. ეს იყო წერილი, რომ ვინაიდან ქვეყანაში დგას საკითხი მთის მდინარეებზე კაშხლის მშენებლობების, უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი კაშხალი გათვლილია 50, ან 100 წელზე. ეს კაშხლები შემდეგში ისილება და ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ გაუხანგრძლივდეს ამ კაშხლის წყალსაცავებს მოქმედების დრო. ანუ, საქმე როგორაა: ყველა ჰესს წყლის რეგულირებისთვის სჭირდება წყალსაცავი, ეს წყალსაცავი რომ აიგება, ფერდობებიდან, ბუნებრივია, ნაშალით ივსება და რეგულირების ეფექტს უკარგავს. ამის გარდა, როცა ავსებულია საცავი სილით, მთიდან წამოსულმა წყლის ნაკადმა თუ დაარტყა, საშიშროება იქმნება, წყლის მასა გადმოვიდეს საცავიდან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გეგმა, როდის და როგორ უნდა მოხდეს ამ სილის ამოღება და როგორ მოხდეს ეფექტურად მისი გამოყენება.

- სამშენებლო საქმიანობისთვის, მაგალითად?

- და არა მარტო. გვინდოდა, რაზეც წლები გვიმუშავია და რაც ვიცით, ეს მიგვეტანა და გამოეყენებინა სამინისტროს და საქართველოს საკეთილდღეოდ. რადგანაც, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ საქმისთვის, ჰოლანდიიდან იწვევენ ხალხს და მათ აკეთებინებენ ხუდონის კაშხალზე დასკვნებს.

- იქნებ ის ჰოლანდიელები უკეთ აკეთებენ?

- არ ვიცი. არ ვერევი მაგ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ჩვენი წარვადგინეთ.

გიორგი მეტრეველი:

- წყალსაცავების შენებისას რამდენიმე პრობლემაა და ის, რაც ჩვენ გვქონდა გაკეთებული, ნოვაციაა საქართველოსთვის. თქვენ იცით, რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე? ეს ნაშალი აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ ზღვის ნაპირებზე, რადგანაც ჩვენი ნაპირები საშინელ მდგომარეობაშია და ბათუმს კატასტროფა ემუქრება უახლოეს ათ წელიწადში.

- ჩაირეცხება ნაპირი?

- აუცილებლად. იმიტომ, რომ ჭოროხი ხომ მთლიანად გადაკეტილია და 500 წლის მანძილზე ჭოროხი ნაშალს ვერ ვერ ჩამოიტანს, რადგანაც 20 კაშხალი შენდება თურქეთის ტერიტორიაზე. ერთადერთი მდინარე, რაც ზღვას ამარაგებდა, ეს იყო აჭარისწყალი და მასზეც სამი წყალსაცავი შენდება და ესენიც გადაკეტავენ ნაშალს და ზღვაში ჩამოვა აბსოლუტურად დაწმენდილი წყალი. სამაგიეროდ დაიკარგება ქვიშა და ხრეში, რაც პლაჟისთვის არის აუცილებელი და, თუ პლაჟი არ აქვს ნაპირს, ის ირეცხება, რადგანაც სწორედ პლაჟი არის მისთვის სერიოზული დამცველი. ის ამცირებს ტალღის დარტყმას.

- თქვენი მთავარი მიზანი რა არის, ამ შემთხვევაში?

- ჩვენ ენერგეტიკის თანამშრომლებისთვის გვინდოდა, აგვეხსნა, რომ საჭიროა, გავზარდოთ წყალსაცავის სარგებლიანობა. თუ რა გზით, ამის ჩვენეული გეგმა გვაქვს და ავუხსნიდით. ამით ჩვენ შევინარჩუნებდით წყალსაცავის მოცულობასაც და სანაპიროზე კი მოგება გვექნებოდა. ეს უნდა გვეთქვა სამინისტროში.

(შემოკლებული ვერსია)

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ