ჟენევაში ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაყიდეს

ჟენევაში ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაყიდეს

101,73 კარატიანი ბრილიანტი ჟენევის აუქციონზე 26,7 მლნ დოლარად გაყიდეს. აუქციონის სახლ Christie's-ის საიტზე წერია, რომ ეს გამჭვირვალე ბრილიანტისთვის რეკორდული თანხაა.

ლოტი იუველირმა ჰარი უინსტონმა შეიძინა. რადგან იუველირი მისი პირველი მფლობელია, მან მისთვის საკუთარი სახელის დარქმევის უფლება მოიპოვა. ბრილიანტს "უინსტონის მემკვიდრეობა" ("Winston Legacy") დაარქვეს.

ქვას მსხლის ფორმა აქვს და უმაღლეს კატეგორიას ეკუთვნის. სიწმინდით ბრილიანტი "სრულყოფილთა" კლასს მიეკუთვნება და აბსოლუტური სიმეტრიით გამოირჩევა. ამ ქვის დამუშავებას 21 თვე დასჭირდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს