თიკო სადუნიშვილი - "...და ამის მერე კიდევ იტყვით, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!"

თიკო სადუნიშვილი - "...და ამის მერე კიდევ იტყვით, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!"

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ ტენდენციებზე წერს.

"ჩვენმა მშობლებმა და ჩვენმა თაობამ ბევრი წელი იცხოვრა ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობდა, ადამიანებს შორის მომხდარ კონფლიქტებს ე.წ. "ქურდები" აგვარებდნენ, "კაი ბიჭის" დები სამუდამოდ ქალიშვილებად რჩებოდნენ, მაშინდელი სასაუბრო ლექსიკონი კი ძირითადად რუსული "ჟარგონებისგან" შედგებოდა. 9 წელი კიდევ ცოტა იყო მენტალიტეტის შესაცვლელად. მოდით ვაღიაროთ, ჩვენში ეს ყველაფერი ისევ დევს და თუ ნებას დაგვრთავთ, ყველაფერს იმ წუთიდან გავაგრძელებთ, სადაც დაგვაპაუზეს, თან ზუსტად ისეთივე წარმატებით, როგორც ეს ადრე გამოგვდიოდა. ჩემი შვილი 11 წლისაა, მან არ იცის რას ნიშნავს კანონიერი ქურდი, ძველი ბიჭი, კაი ბიჭი და მე ეს მეამაყება! როცა გვესმის ფრაზა "წარსულში დავბრუნდებით" ეს ხომ ჰაერიდან არ მოდის?! ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვყავს ნაცნობი ამნისტირებული თუ დღესაც პატიმარი, ნარკომანი თუ წამლით გაპარული მეგობარი, მოკლული ან სხვისი მკვლელი. საქმის კურსში თუ არ ხართ, მაშინ მე გეტყვით: ციხეში მყოფი პატიმრები ისევ ქურდობაზე აოცნებდნენ, ჩვენი სადარბაზოები ისევ ინსულინის "შპრიცებით" მიმოიფანტა. გადახედეთ უახლოეს წარსულს, რამდენი დააყაჩაღეს, რამდენი გააუპატიურეს, რამდენი მოკლეს და ამის მერე კიდევ იტყვით ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!", - წერს თიკო სადუნიშვილი.

ტელეწამყვანი "ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომლებიც ამ პოსტს კომენტარებს უკეთებენ, განსხვავებული აზრის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

"და საერთოდ ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ეს რა დევიზი გაქვთ ოცნების მხარდამჭერებს - Кто не с нами, тот против нас :)))", - წერს სადუნიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს