ამერიკელმა, ვირჯინიის შტატის მკვიდრმა, მელვინ უილსონმა 2004 წლის შემდეგ ლატარეაში დიდი თანხა მეოთხედ მოიგო. მთლიანობაში, იგი 2 მლნ დოლარზე მეტი თანხის მფლობელი გახდა.
უილსონი გადასაფხეკ ბილეთებს რეგულარულად ყიდულობდა. 2004 წელს პირველად 25 000 დოლარი მოიგო, ერთი წლის შემდეგ, ორჯერ გაუმართლა და 1 მლნ დოლარი და 500 000 დოლარი მოიგო.
ამ დღეებში უილსონს ფორტუნამ კიდევ გაუღიმა და 500 000 დოლარის მფლობელი გახდა.
გამარჯვებულმა საკუთარი იღბალი ასე ახსნა - "უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი".
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.