ძველი დროიდან ჩვენამდე ბევრმა ცრურწმენამ და მინიშნებამ მოაღწია, რომლებისაც ბევრს სჯერა. მაგალითად, შავი კატის გადარბენა, მარილის დაფანტვა და ა.შ.
მარჯვენა ხელი ბედნიერია
ბებიებმა და ბაბუებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ მარჯვენა მხარსუკან გადააფურთხებდნენ, ჩასაფრებული ეშმაკი მათ ვერაფერს დააკლებდა, თანაც მფარველი ანგელოზიც ხომ მარჯვენა მხარსუკან გვიდგას.
ეს ცრურწმენა მეცნიერულადაც დამტკიცდა. ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ლოგიკურ აზროვნებაზე აგებს პასუხს, ამიტომ მარჯვენა ხელსაც მართავს. აქედან წარმოიშვა "წესი": მარცხენა ხელით არავის არაფერი მისცე, ეს ავადმყოფობისა და სიღატაკის მომასწავებელია. თუ მარცხენა ხელისგული გექავება - გასავალს ნიშნავს, მარჯვენა კი - შემოსავალს.
მარილის დაფანტვა
ამას უბედურების მომტანად ერთი მარტივი მიზეზის გამო მიიჩნევდნენ: სანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, პროდუქტი რომ არ გაფუჭებულიყო, ამარილებდნენ. შესაბამისად, თუ მარილი დაეფანტებოდათ, პროდუქტებსაც ვერ მოიმარაგებდნენ და ადამიანებს შიმშილი ემუქრებოდათ.
ახალმოსახლეობა
ახალ სახლში პირველს ძაღლს ან კატას უშვებდნენ. რა ადგილასაც ცხოველი დაიძინებდა, საწოლს სწორედ იქ დგამდნენ. ცოტა ხნის წინ გაირკვა, საიდან წამოვიდა ეს მინიშნება. დედამიწაზე, როგორც აღმოჩნდა, არსებობს გეოპათოგენური ზონები, საიდანაც ადამიანისათვის საზიანო მავნე ენერგია მოდის. ცხოველებისაგან განსხვავებით, ადამიანები მათ ვერ ვამჩნევთ. ისინი კი ამ უხილავ ველებს შესანიშნავად არჩევენ და უსაფრთხო ადგილებს ირჩევენ.