ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტია

ვენესუელაში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტია

ვენესუელის ხელისუფლება უახლოეს მომავალში 50 მლნ  რულონი ტუალეტის ქაღალდის იმპორტირებას გეგმავს, ვინაიდან ქვეყანაში სწორედ ამ პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AP-ი იუწყება.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, უკვე ორი კვირაა დახლებზე ამ პროდუქტის დეფიციტია, რაც მოქალაქეებს დიდ დისკომფორტს უქმნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ მაღაზიებთან, სადაც ტუალეტის ქაღალდი ჯერ კიდევ შემორჩენილია, რიგები დგას. როგორც AP-ი იუწყება ტუალეტის ქაღალდი არაა ერთადერთი პროდუქტი, რომლის შოვნაც გაჭირდა ვენესუელაში.

ხელისუფლება ასევე გეგმავს რძის, კარაქის და ყავის შესყიდვასაც.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, დეფიციტი იმან გამოიწვია, რომ ხელისუფლებამ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს მაქსიმალურად დაბალი ფასი ხელოვნურად დაადო.

მომზადებულია AP-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ