ასპინძის ახალარჩეულ მორაგბე გამგებელს კონკურენტები უჩივიან

ასპინძის ახალარჩეულ მორაგბე გამგებელს კონკურენტები უჩივიან

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლობის სამი კანდიდატიდან, საკრებულოს 22 -ვე დეპუტატმა, ცნობილ მორაგბესა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ლევან ცაბაძეს ერთხმად დაუჭირა მხარი. საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ ცაბაძის კონკურენტი გამგებლობის კანდიდატები და მას დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ.

პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე კომისიის წევრებზე ზეწოლაზე საუბრობენ და საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, ცაბაძეს არ აქვს 2 წლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში და დიპლომიც არა მასზე, არამედ სხვა პირზეა გაცემული.

ლევან ცაბაძე კი კონკურენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა