თინა ხიდაშელი - "და ეს ქრისტეს სიყვარულით ხდება ხომ:("

თინა ხიდაშელი - "და ეს ქრისტეს სიყვარულით ხდება ხომ:("

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"და ეს ქრისტეს სიყვარულით ხდება ხომ :(( რამე ხომ არ გამომრჩა.

მე რისი თქმა მინდა? მეგონა მიხვდებოდით. მაინც განგიმარტავთ. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ქრისტე სიყვარულს გვასწავლის, მე იმის თქმა მინდა, რომ მღვდელი ჯვრით ხელში ძალადობისკენ არ უნდა მოუწოდებდეს, არ უნდა ცემდეს, და საცემრად არ უნდა მისდევდეს, მე იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიისაგან სიმშვიდის და სიყვარულის ქადაგებას ველოდები, კიდევ მოვყვე რისი თქმა მინდა ... კიდევ იმის თქმა მინდა რომ "მე არ მომწონს ცისფერები მაგრამ" ამ წუთას მშიშარა პოზიციაა, არავინ არავის სთხოვს მოსწონდეს და გვერდში დაუდგეს... კიდევ იმის თქმა მინდა, რომ 20 საუკუნოვანი მართლმადიდებლობის დასაცავად ჭინჭრებით შეიარაღებული იმავე მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განკვეთილი მღვდლის გვერდში რომ დგახარ ალესილი მახვილით ცინიზმი და ფარისევლობაა... კიდევ გავაგრძელო", - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს