თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ხიდაშელს - "მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ"

თამარ ჩერგოლეიშვილი თინა ხიდაშელს - "მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერ თინა ხიდაშელს მოუწოდებს პოლიტიკური რეიტინგზე ზრუნვას სახელმწიფო არ გადააყოლოს. ამის შესახებ გიგა ბოკერიას მეუღლე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"დღეს, სამ საათზე კანცელარიასთან აქციაა, სავარაუდოდ მცირერიცხოვანი, იმიტომ რომ სულ რაღაც ერთი საათის წინ შევიტყვე მე, ბევრმა ალბათ არც კი იცის.

მიუხედავად იმისა, რომ კომიკურად ჟღერს, მაინც მივმართავ ბ-ნ ღარიბაშვილს - იზრუნეთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.

მივმართავ ქ-ნ თინა ხიდაშელს - მესმის რომ ქალიშვილობის შენარჩუნება გსურთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალადობაზე ექსკლუზიური უფლება ცივილიზებულ სახელმწიფოში აქვს სახელმწიფოს! იმისთვის, რომ ეს ექსკლუზიური უფლება შეინარჩუნოთ და სახელმწიფოდ დავრჩეთ - თეთრი ხელთათმანების გახდა მოგიწევთ.

მაღალი პოლიტიკური რეიტინგი მშვენიერი რამაა, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა პასუხისმგებლობას გაკისრებთ და მასზე ზრუნვას, სახელმწიფო არ უნდა გადააყოლოთ",- წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს