დამოუკიდებელი ექსპერტი მხოლოდ 2 გვამის ექსპერტიზას დაესწრო

დამოუკიდებელი ექსპერტი მხოლოდ 2 გვამის ექსპერტიზას დაესწრო

ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული 7 პირიდან სამის, ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის და სალამ ზაურბეკოვის ცხედრების ექსჰუმაცია 8 მაისს მოხდა. თუმცა ამ სამიდან, მხოლოდ ორი გვამის ექსპერტიზას დაესწრო დამოუკიდებელი ექსპერტი რუსუდან ბერიაშვილი. ბერიაშვილის განცხადებით, მასზე არავითარი ზეწოლა არ ხდება და თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვს.

"სამწუხაროდ, გვამების ექსპერტიზაში ცოტა მოგვიანებით ჩავერთე, თუმცა ერთი გვამის ექსპერტიზას თავიდან ბოლომდე დავესწარი. დანარჩენი გვამებიც ჩემი თვალით ვნახე, შემიძლია დავადასტურო, რომ ისინიც დეტალურად არის გამოკვლეული. აღებული მასალა არსებობს, რომლის გამოკვლევაც გრძელდება ლაბორატორიებში და ექსპერტიზის დასკვნა დადებს ყველა ამ გამოკვლევის შედეგს", - აცხადებს სასამართლო მედიცინის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა