ოჯახმა გატაცებული შვილი 20 წლის შემდეგ დაიბრუნა

ოჯახმა გატაცებული შვილი 20 წლის შემდეგ დაიბრუნა

ჩინელი ლუო განგი 20 წელი ბიოლოგიურ მშობლებს უშედეგოდ ეძებდა. ლუომ მშობლები Google Maps-ის საშუალებით იპოვა.

ლუო სიჩუანის პროვინციაში დაიბადა და 5 წლის იყო, როდესაც საბავშვო ბაღიდან გაიტაცეს. ის ფუცზიანის პროვინციაში იზრდებოდა.  მოგვიანებით სრულიად უცხო ადამიანებმა იშვილეს და სიყვარულით ზრდიდნენ, მაგრამ ყოველთვის ახსენდებოდა ბავშვობაში გადატანილი ტრავმა და გზა, რომლითაც პროვინციამდე მიდიოდა. სწორედ ამ გზის მიხედვით იპოვა მან Google Maps-ის საშუალებით საკუთარი მშობლები.

ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვედრა ემოციური იყო. "პატარა ბიჭი გამტაცეს. ეს წლები ტირილში გავატარე", - ამბობს ლუოს ბიოლოგიური დედა.

ჯერჯერობით უცნობია, აღიძრა თუ არა იმ მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომლებმაც ბიჭუნა იშვილეს და აქვთ თუ არა მათ ბავშვის გატაცებასთან საერთო.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს