დაჩი გრძელიშვილი - "არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს"

დაჩი გრძელიშვილი - "არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ვფურცლავ ფეისბუკს. რამდენი სიძულვილია... თამამი ფილოსოფიური ტრაქტატები და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული კვლავ სიძულვილი. ნატვრის ხესავით, ყველა ცდილობს 17 მაისს საკუთარი სანიშნე შეაბას - პოლიტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, შეთქმულებითი, ბრიყვული, არა ბრიყვული... აბა, მე ნიცშესთან სად მოვალ, ჩემო უცნობო მეგობრებო. და მაინც, ნუ იტყვით, რომ ღმერთი მოკვდა. იმიტომ კი არა, რომ ამის თქმა საშიშია და თმები გაგცვივდებათ:) არც ისე ახალია და არც ისე საშიში - თუნდაც, ამ სიტყვების წარმოთქმისას უჩვეულო სითამამე იგრძნოთ. დიახ, ღმერთი მოკვდა - ეს დიდი ხნის წინ იყო, ქაჩალგორაზე. მერე აღდგა და მას შემდეგ მხოლოდ ჩვენი, ცალკეული ადამიანების გულებში კვდება ხოლმე - ჩვენს გაბოროტებულ, გაამპარტავნებულ გულებში... და აქაც, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის გულში აღდგება უფალი, ისევე როგორც გოლგოთაზე. სამაგიეროდ, არ მჯერა ევრო-ამერიკული შეთქმულებისა და არც იმისა, რომ საქართველოს იატაკქვეშეთში გეი ორგანიზაცია მძვინვარებს. ეს ყველაფერი დიიიდი და უსინდისო ზღაპარია, მოგონილი მხოლოდ იმიტომ, რომ მავანთ პატიოსან, გულუბრყვილო და არამართლზომიერი ქადაგებით გაავებულ მორწმუნეთა გრძნობებზე ითამაშონ და გარე სამყაროს თვალში საქართველო თალიბანთან გააიგივონ. მოინათლა კიდეც „გეების აქციის დარბევად“ აქცია, სადაც გეები არ ყოფილან. ახლა ნაწილი ფეისბუკეთი გეებისგან დაღრღნილ ეროვნულ სულს დასტირის, მეორე ნაწილი კი შავრაზმელ მღვდლებს აგინებს. 17 მაისამდე ხომ ისე მივედით, რომ ბუზი სპილოდ, ვაქციეთ. ახლა იმდენს ნუ ვიზამთ, ამ ჩვენივე გამოგონილმა სპილომ გაგვჭყლიტოს...", - წერს გრძელიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს