ბრიტანელმა პალეონტოლოგებმა მსახიობ ჯონი დეპს იუბილისთვის საჩუქარი მოუმზადეს: მათ მსახიობის პატივსაცემად კიბოს, რომელიც პლანეტაზე 500 მლნ წლის წინ ბინადრობდა, Kooteninchela deppi დაარქვეს. მეცნიერებმა კიბოს ნაშთი ახლახან აღმოაჩინეს.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პალეონტოლოგი დევიდ ლეგა Kooteninchela deppi-ის მარწუხებისა და ფილმ "მაკრატელხელება ედვარდში" დეპის გმირის "ხელების" მსგავსებამ განაცვიფრა და სახელიც ამის მიხედვით შეარჩია.
თავად სახეობის სახელიც - Kootenichela ედვარდზე მინიშნებას შეიცავს, რადგან chela ლათინურიდან თარგმანში "მაკრატელს", "ბრჭყალს", "კლანჭს" ნიშნავს. ამასთან, ლეგა დეპის დიდი თაყვანისმცემელია.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.