გოგა ხაჩიძე - ბუტანის ელჩს საქართველოში "ტაბურეტკა" არ ასცდება

გოგა ხაჩიძე - ბუტანის ელჩს საქართველოში "ტაბურეტკა" არ ასცდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ტაილანდში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბუტანის ელჩის შეხვდრას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ბუტანის ელჩი ტაილანდში.

დიდი ენთუზიაზმით მოიჭრა...

ბ-ნო პრეზიდენტო, ძალიან მოგვეწონა თქვენი გამოსვლა და მოხარულები ვიქნებით ჩვენს ქვეყანაში თუ გვესტუმრებითო...

შემხვედრი წინადადება ვერ ვაკადრეთ...

აბა, ეს პატივცემული რომ ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიოთ, გაუგებრობის და ტრადიციული ჩაცმულობის გამო "ტაბურეტკა" არ ასცდება...", - წერს ხაჩიძე.

მიხეილ სააკაშვილი ტაილანდის სამეფოში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პრეზიდენტი ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მიხეილ სააკაშვილსა და ბირმა მიანმას, პაპუა-ახალი გვინეისა და ირანის ვიცე პრეზიდენტებთან.

საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას შეეხო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს