გიტარა, რომელზეც ლენონი და ჰარისონი უკრავდნენ, 408 000 დოლარად გაიყიდა

გიტარა, რომელზეც ლენონი და ჰარისონი უკრავდნენ, 408 000 დოლარად გაიყიდა

ფირმა VOX-ის გიტარა, რომელზეც ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი უკრავდნენ, ნიუ-იორკში აუქციონზე 408 000 დოლარად გაყიდეს.

აუქციონის სახლ Julien's-ის წარმომადგენლები 1966 წელს ლენონის შეკვეთით დამზადებულ რარიტეტულ ინსტრუმენტში 200-300 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ, მაგრამ ფსონებმა მოლოდინს გადააჭარბა. მყიდველის სახელი არ ხმაურდება.

ლენონი და ჰარისონი გიტარაზე 1967 წელს, ალბომ Magical Mystery Tour-ის შექმნისას უკრავდნენ. ჯორჯ ჰარისონმა კი მასზე არანაკლებ ცნობილი "I Am The Walrus" შეასრულა. 1967 წელს ლენონმა ინსტრუმენტი მეგობარს, იანი მარდასს აჩუქა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გიტარა ირლანდიაში, მუზეუმში იყო გამოფენილი. რამდენიმე წლის წინ, იგი  Christie's-ის აუქციონზე დაახლოებით 100 000 დოლარად გაიყიდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს