რომის პაპი - "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს"

რომის პაპი - "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს"

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკებს ღარიბებისა და გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პაპმა რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 200 000 მორწმუნეს განუცხადა.

როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, ძილის წინ ყოველ ღამით ლოცულობს მათთვის. "ლოცვისას ზოგჯერ ჩამთვლემს ხოლმე, დილის საქმეებისგან დაღლილობა ძილს იწვევს, მაგრამ ღმერთი ამას მიგებს", - განუცხადა ფრანცისკემ შეკრებილებს.

პაპმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე მედია მხოლოდ სკანდალების გაშუქებით არის დაკავებული და გაჭირვებული ადამიანების შიმშილით ან სიცივით სიკვდილი მნიშვნელოვან ახალ ამბად არ მიიჩნევა.

"ჩემთვის მტკივნეულია ამაზე საუბარი, თუმცა დღეს ახალ ამბად არ მიიჩნევენ თუ უსახლკარო ადამიანი სიცივით კვდება. დღეს ახალი ამბები სკანდალებია. მოშიმშილე ბავშვები არავის აინტერესებს. ქედმაღალ კათოლიკეებად არ უნდა ვიქცეთ, რომლებსაც თავი განათლებით მოაქვთ და თეოლოგიას ჭიქა ჩაის თანხლებით განიხილავენ. მამაცი კათოლიკეები უნდა ვიყოთ და ვეძებოთ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება", - აღნიშნა პონთიფიკოსმა.

ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 13 მარტს აირჩიეს.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს