ბრიტანელი ქალი ირწმუნება, რომ მუშაობისთვის ზედმეტად ლამაზია

ბრიტანელი ქალი ირწმუნება, რომ მუშაობისთვის ზედმეტად ლამაზია

სილამაზე ზოგისთვის წყალობაა, ზოგისთვის - წყევლა. ლაურა ფერნე აცხადებს, რომ ის იმდენად ლამაზია, სამსახურში პრობლემა ექმნება. 

33 წლის ლაურას თქმით, ის არასასურველ ყურადღებას იპყრობს, კოლეგა ქალებს მისი შურთ და ყველა ხერხით ცდილობენ, ხელი შეუშალონ მის წინსვლას.

ლაურამ ამ მიზეზით ბოლოს საკმაოდ მაღალანაზღაურებადი (30 000 ფუნტი სტერლინგი) სამსახური მიატოვა. ახლა ქალს მშობლები არჩენენ.

ლაურას თქმით, მუშაობის დროს შურიანი კოლეგები მას გამუდმებით უკან დაჰყვებოდნენ, უთვალთვალებდნენ და ემუქრებოდნენ. მას შემდეგ ლაურამ გადაწყვიტა, რომ "მუშაობა მისი საქმე არ არის".

"მე არ ვარ ზარმაცი, მაგრამ როდესაც საქმე სამსახურს ეხება, ჩემი გარეგნობა ბევრ პრობლემას ქმნის. არ არის ჩემი ბრალი, რომ ასე გამოვიყურები", - განაცხადა ლაურა ფერნემ.

"მამაკაცი კოლეგები მხოლოდ ჩემი გარეგნობით ინტერესდებოდნენ. მე ვცდილობდი მათთვის ჩემი პროფესიონალიზმი დამენახებინა, მაგრამ ისინი მხოლოდ სხეულს და სახეს ხედავდნენ", - აღნიშნა მან.

ლაურას თქმით, მას გამუდმებით აწუხებდნენ, ცდილობდნენ სამუშაოსთვის მოეწყვიტათ და მაგიდასთან ყოველდღე ხვდებოდა რომანტიკული საჩუქრები.

ფერნე მეცნიერია და დოქტორის ხარისხიც მიიღო. ლაბორატორიაში მუშაობა მან 2008 წელს დაიწყო.

მიუხედავად სამეცნიერო ხარისხისა, ქალი კოლეგები მას სულელად მიიჩნევდნენ.

"ფიქრობდნენ, რომ ვინაიდან ლამაზი ვიყავი, აუცილებლად სულელიც უნდა ვყოფილიყავი. ყოველთვის შურდათ ჩემი", - განაცხადა ფერნემ.

ახლა ლაურას შეძლებული მშობლები არჩენენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს