დასაქმების მიხედვით საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

დასაქმების მიხედვით საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია

"ილიაუნი ბიზნეს რევიუ'' დასაქმების მიხედვით საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალს აქვეყნებს. რეიტინგი "ილიაუნი ბიზნეს რევიუმ'' "საქსტატის'' მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ'' საკუთარი კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ბანკებს შორის ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები არიან: "საქართველოს ბანკი'', ლიბერთი ბანკი, "თიბისი ბანკი", "პრივატ ბანკი" და "ვითიბი ბანკი ჯორჯია", სადაზღვევოებს შორის კი -"ალდაგი ბისიაი" და "ჯიპიაი ჰოლდინგი".

რაც შეეხება ცალკეულ სექტორებს, ნავთობკომპანიებს შორის დასაქმების მიხედვით უმსხვილესი კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა", ენერგო კომპანიებს შორის - "ენერგო პრო ჯორჯია", ავტოდილერებს შორის - "თეგეტა მოტორსი", ტრასპორტი და ლოჯისტიკა - "საქართველოს რკინიგზა", მძიმე ინდუსტრია - "ჯორჯიან მარგანეზი", კომუნიკაციები - "სილქნეტი", მშენებლობა - "ორბი ჯგუფი", სუპერმარკეტები - "გუდვილი", აზარტული თამაშები - "კაზინო აჭარა", ფარმაცია და მედიცინა - "ჯეო ჰოსპიტალი", დასუფთავების სერვისი - "თბილსერვის ჯგუფი", ტანსაცმლის წარმოება - "აჭარა ტექსტილი", წყლის წარმოება - "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" და სხვა კომპანიები.

კვლევას სახელწოდებით "საქართველოს ტოპ 100 დამსაქმებელი კომპანია'' "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" ყოველწლიურად აქვეყნებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ