სტიქიით დაზიანებულ სახლებს გურჯაანის ბიუჯეტიდან ვერ აღადგენენ

სტიქიით დაზიანებულ სახლებს გურჯაანის ბიუჯეტიდან ვერ აღადგენენ

სტიქიის ზონაში მცხოვრებ დაზარალებულებს დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტის ნაცვლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი აცხადებს, სტიქიის ხარჯები ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. "დავით ნარმანია სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და მოხდა დაზიანებული სახლების აღწერა. იმ შენობას, რომელსაც ჭერი დაუზიანდა, პირველი სართულები დაიტბორა, ან კედელმა დაიწია, ადგილობრივ ბიუჯეტიდან ვერ შევარემონტებთ. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერს გამოგვიყოფენ, შესაბამისად, მივხედავთ", - ამბობს ჯონი ოსიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები - ჭანდარი, ძირკოკი, ვეჯინი, კოლაგი, ბაკურციხე და კარდენახი მნიშვნელოვნად დააზარალა. მოსავალი 100 %-ით განადგურდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან უფრო სწრაფ რეაგირებას ითხოვს.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა