ესპანეთში, ვალენსიის მოედან პლაია-დე-ლა-მალვაროსზე უჩვეულო შადრევანი დგას, რომელიც თეთრ აფრებიან ნავს ჰგავს. ხომალდის კორპუსი კი წყლის ტალღებია.
ვალენსიის შადრევანი-ნავი (მისი სრული სახელი ასე ჟღერს Fuente del Barco de Agua) - კონსტრუქტორების ნამდვილი მიგნებაა, რადგან მისი უჩვეულო დიზაინი უამრავ ტურისტს იზიდავს. ასეთი შარდრევანი სხვა ქვეყნებშიცაა დამონტაჟებული, კერძოდ, ისრაელსა და პორტუგალიაში, მაგრამ სწორედ ესპანეთის შადრევანი ითვლება ყველაზე პოპულარულად.
განსაკუთრებით საინტერესოა მოქმედი და გამორთული შადრევნის შედარება, რადგან "წყლის ჭავლი" უსულო კარკასს ერთ წამში აცოცხლებს. საღამოს ჩამავალი მზის სხივებით განათებული "აფრები" ბრინჯაოსფერია, ღამე კი კონსტრუქციის წყლის სილამაზეს განათება უსვამს ხაზს.

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.