ზაზა ფირალიშვილი - "ასე შეიძლება ქრისტიანობაში სრულიად უცნაური შინაარსი ჩავდოთ"

ზაზა ფირალიშვილი - "ასე შეიძლება ქრისტიანობაში სრულიად უცნაური შინაარსი ჩავდოთ"

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"მაპატიეთ, რომ კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ამ თემას. ვფიქრობ, რომ საუბარი არ არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაცვის აუცილებლობაზე. ჩემთვის ეს უეჭველია. საუბარი დაცვის ფორმებზეა. ბარბაროსული ფორმებით ჩვენ თავად ქრისტიანობას ვანგრევთ და ვისაც ეს ერის ნების გამოხატვად მიაჩნია, შედეგებზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. თითქოს განვლილმა წლებმა ის მაინც დაგვანახა, თუ როგორი ინერცია იცის ძალადობამ. ლაპარაკი არ არის სოდომიის დაცვაზე. მთავარი პრობლემა ჩვენს თავში ქრისტიანების გადარჩენაა. პირველ რიგში, სწორედ იგი აზარალეს ამ რამდენიმე დღის წინ. თითქოს იმან, რაც ქრისტიანისათვის ბოროტებაა, პროვოკაციაზე წამოგვაგო და ბოროტება ჩაგვადენინა. არ იფიქროთ, რომ ამით მხოლოდ ევროპელი ლიბერალებისათვის ვხდებით მიუღებლები. კაცმა რომ თქვას, რაც უნდათ, ის უფიქრიათ. ბავშვთა გეიაღლუმის ნახვის შემდეგ ძნელია, ბევრი მათგანის აზრს ანგარიში გაუწიო. ასე შეიძლება თავად ქრისტიანული სამყაროსათვის გავხდეთ გაუგებრები; ასე შეიძლება ქრისტიანობაში სრულიად უცნაური შინაარსი ჩავდოთ", - წერს ფირალიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს