გურულები საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვენ

გურულები საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის მკვიდრი, ჩაგმედ ჩხაიძე საპენსიო ასაკის დაწევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს კახი კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჩხაიძე მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ საკითხს დააყენებდნენ.

"გვინდა, რომ პენსიას სიკვდილამდე მოვესწროთ. ვიცით სახელმწიფოს უჭირს, მაგრამ მოსახლეობასაც ძალიან უჭირს, აქედან გამომდინარე ოჯახები შემოსავლის გარეშე არსებობენ, თუ ამას არსებობა ჰქვია. გვინდა, რომ ეს საკითხი პარლამენტამდე მივიდეს და მიეცეს მსვლელობა კანონპროექტის განხილვას. ხელმოწერებს აუცილებლად შევაგროვებთ და იმედია იქამდე არ მივალთ, რომ გზები გადავკეტოთ და ან სხვა ხერხებს მივმართოთ. დანაპირები მარტო წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა დარჩეს!" - ამბობს აცანის მკვიდრი ჩაგმედ ჩხაიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა