უფლებადამცველი თეა თუთბერიძე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას "ფეისბუქით" ეხმაურება.
"ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ემსახურება 17 მაისის მოვლენების გადაფარვას.
ვანო მერაბიშვილის დაკავება მსგავსი საფუძვლით, ცოტა არ იყოს და არასერიოზულად გამოიყურება, ისევე როგორც მისი დაკითხვებზე ტარება იმის გასარკვევად, იყო ის ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე.
ამ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ ვისაუბრო ვანო მერაბიშვილის დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე, რადგან ვთვლი, რომ მერაბიშვილის დღევანდელი დაკავება არ უნდა იქცეს მორიგ შოუდ და არ უნდა გახდეს მისი პიარის საფუძველი, ასევე 17 მაისის მოვლენების გადაფარვის მიზეზი.
P.S. როცა ბაჩო ახალაია დააკავეს და ვიღაცეებმა ხმა არ ამოიღეს, მაშინ როგორც ჩანს ეგონათ, რომ მათ არ მიადგებოდნენ, მაგრამ . . .", - წერს თუთბერიძე
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.
