რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა

რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დედას ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორობის უფლებამოსილება 2 მაისს შეუჩერდა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნანა დათაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ჟენია მერაბიშვილს  სკოლაში საათები არ აქვს, თუმცა პედაგოგად რჩება და შეუძლია სექტემბრიდან სრულად დაიტვირთოს. ამ ინფორმაციას თავად ჟენია მერაბიშვილიც ადასტურებს, მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან მეხუთე სკოლაშივე გააგრძელებს პედაგოგად მოღვაწეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟენია მერაბიშვილმა საათები ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში აიღო. პირველი სკოლის დირექტორის, მაკა ჯანაშვილის თქმით, ჟენია მერაბიშვილს მისთვის დასაქმების სურვილით არ მიუმართავს, თუმცა მერაბიშვილის განცხადების დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა