ნინო დანელია პრეზიდენტზე - "სრული კონიუნქტურშიკი და სპეკულანტი!"

ნინო დანელია პრეზიდენტზე - "სრული კონიუნქტურშიკი და სპეკულანტი!"

ჟურნალისტი ნინო დანელია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გუშინ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დანელია კონკრეტულად tabula.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ზოგიერთმა ჩინოვნიკმა პრეზიდენტის განცხადების დამახინჯებულ ინტერპრეტაციად შეაფასა.

"მდააა... სრული კონიუნქტურშიკი და სპეკულანტი!

ნეტავი, რამე ოდესმე აინტერესებდა საკუთარი ძალაუფლების გარდა?

ეს ერთადერთი რამე მაინც ჰქონდა ნამდვილად, რომ უმრავლესობის კონიუნქტურას არ ყვებოდა და კოჭს არ უგორებდა. ახლა თლა დაისკორა თავზე", - წერს დანელია.

პრეზიდენტმა გუშინ ჟურნალს "ტაბულას" წარმომადგენლის შეკითხვის პასუხად, რომელიც 17 მაისის აქციას შეეხებოდა, განაცხადა: "რამდენად გამართლებული იყო პატარა ჯგუფის მიერ რაღაც აქციის გამართვა იქ, სადაც მახლობლად წინა დღეს მიდიოდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს