ამერიკელი სტუდენტის გამოგონება ტელეფონის ელემენტს 20 წამში მუხტავს

ამერიკელი სტუდენტის გამოგონება ტელეფონის ელემენტს 20 წამში მუხტავს

კალიფორნიელმა 18 წლის იშა ჰარემ სუპერკონდენსატორი შექმნა, რომელიც მობილური ტელეფონის ელემენტს 20 წამში სრულად მუხტავს. გოგონამ ფენიქსის (არიზონას შტატი) საერთაშორისო სამეცნიერო გამოფენაზე ამ უნიკალური გამოგონებისთვის 50 000 დოლრის ოდენობის ჯილდო მიიღო.

"მაქსიმალურად მცირე დროში მას დიდი ენერგომუხტის მიღება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი შენახვა შეუძლია. ეს პატარა მოწყობილობა 10 000 ციკლონ გადამუხტვას უძლებს, როდესაც ჩვეულებრივი აკუმულატორები მხოლოდ 1000 ციკლონზეა გათვლილი", - აცხადებს პროექტის ავტორი.

როგორც სკოლის მოსწავლე ამბობს, მოწყობილობის შექმნა მას იმ გარემოებამ შთააგონა, რომ მობილური ტელეფონის ელემენტი ყოველთვის შეუფერებელ მომენტში უჯდება. მოწყობილობის შექმნისას ჰარემ სინათლის გამომყოფი დიოდის (LED) ძალა გამოიყენა. გოგონა დარწმუნებულია, რომ მის ნამუშევარს დიდი პერსპექტივა აქვს. მისი თქმით, ეს გამოგონება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეიძლება წარმატებით გამოიყენონ.

"სუპერკონდენსატორის წყალობით, ადამიანები დამოკიდებულნი აღარ იქნებიან როზეტთან სიახლოვზე. მოწყობილობით სარგებლობა იმდენად მოსახერხებელია, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ ადგილზე შეიძლება. ეს კი ჩვეულებრივ აკუმულატორებთან შედარებით, სუპერკონდენსატორის უდავო უპირატესობაა", - აცხადებს სკოლის მოსწავლე.

მომზადებულია FedPost.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს