კორპორაცია yahoo! დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა კონკურენტების Google, Microsoft, და AOL-ის უკან ჩამოტოვებას და პირველობის დაბრუნებას. საბოლოოდ yahoo!-მ ეს სკოლის თინეიჯერი გოგონების დახმარებით შეძლო. კორპორაციამ 13 წლის გოგონების 100-ობით მილიონი ბლოგი შეიძინა. ონლიან დღიურებს გოგონები ძილის წინ აწარმოებდნენ.
"ბლოგების ავტორები სკოლის მოსწავლეები არიან. ძირითადად ამან გამოაცოცხლა ბრენდი. კორპორაციამ ამ ბლოგებში 1.1 მლრდ დოლარი გადაიხადა", - განაცხადა BCG-ს კონსულტანტმა ტიმოტი შოურიმ.
ონლაინ დღიურების მთავარი თემები მშობლებთან კონფლიქტები, სკოლაში არსებული სიტუაციის განხილვა და რობერტ პატინსონია.
"Yahoo! მომავლისკენ იყურება და კომპანიის ბედს ბლოგერ გოგონებს უკავშირებს", - განაცხადა ტიმოტიმ.
Yahoo-ს პროგნოზებით, შესყიდული ბლოგებიდან ერთ-ერთი, 13 წლის მელისა ველერის ბლოგი mellisasworld.tumlbr.com-ი კომპანიას 2.3 მლრდ დოლარიან მოგებას მოუტანს.
მომზადებულია theonion.com-ის მიხედვით.