ეკა კვესიტაძე - "26 მაისს ნაცემი ადამიანებისგან რა განასხვავებს 17 მაისს ნაცემ ადამიანებს"

ეკა კვესიტაძე - "26 მაისს ნაცემი ადამიანებისგან რა განასხვავებს 17 მაისს ნაცემ ადამიანებს"

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას და 17 მაისის აქციას ეხმაურება.

"სამართლიანობის აღდგენა - რა ყოვლისმომცველი ფრაზაა. იმ პედოფილის ოჯახიც ითხოვდა და ითხოვს, ალბათ, სამართლიანობის აღდგენას, ამნისტიიდან ორ თვეში 10 წლის ბავშვი რომ გააუპატიურა და ის ხალხი, სამი დღის წინ ადამიანებზე რომ ნადირობდნენ და მზად იყვნენ "ტაბურეტკებით" დაესახიჩრებინათ.

26 მაისს ნაცემი ადამიანებისგან რა განასხვავებს 17 მაისს ნაცემ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ 26 მაისს ადამიანების ის ჯგუფი კანონს ცალსახად არღვევდა და ხოლო 17 მაისს ადამიანები თავის კანონიერ უფლებებს იცავდნენ", - წერს კვესიტაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს