გორის საკრებულო წყალმომარაგების კომპანიას "შავ პროკურატურას" ადარებს

გორის საკრებულო წყალმომარაგების კომპანიას "შავ პროკურატურას" ადარებს

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ, საკრებულოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია "შავ პროკურატურას" შეადარა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, კომპანია სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს და კერძო ბიზნესს ჯარიმებს აკისრებს. ამასთან, წყალმომარაგების კომპანიამ საბიუჯეტო ორგანიზაციების დაჯარიმებაც დაიწყო. "მოვიდნენ და მითხრეს, სასმელი წყლის "სოკოებზე" მრიცხველები უნდა დავაყენოთო და ჩაკეტეს. რა დღეშია ქალაქი, "კოლექტორების" ფოტოები მაქვს გადაღებული, ეს სისტემა მოუწესრიგებელი აქვთ. გადაკეტონ წყლები, მაგრამ ეს კანალიზაცია მოაწესრიგონ, თუ არა და სასამართლოში ვუჩივლებთ", - აღნიშნა რაზმაძემ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა