მარტო კლასში და ფეხით გავლილი კილომეტრები

 მარტო კლასში და ფეხით გავლილი კილომეტრები

სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში მხოლოდ 25 მოსწავლე სწავლობს და აქედან - II, IV, IX და XI კლასებში თითო-თითო ბავშვია. არის სასწავლო წლები, როდესაც პირველ კლასში მოსწავლე საერთოდ არ ჰყავთ. ამასთან, მეზობელ სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს ნაბეღლავის სკოლაში მისასვლელად კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ, რის გამოც ზამთარში ბავშვებს სკოლის გაცდენაც ხშირად უხდებათ. "რთულია გაკვეთილზე მარტო ყოფნა, გვერდით არავინ მიზის. დასვენებაზე სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად ხან ფეხბურთს ვთამაშობ, ხან - ბადმინტონს. მინდა, რომ მეც მყავდეს კლასელები", - ამბობს IV კლასის მოსწავლე, გიორგი თავართქილაძე.

ბოლო დროს სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება. წელს პირველ კლასში, ოთხ მოსწავლეს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ შემდეგ სასწავლო წლებში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა