ია ანთაძე - რის მითვისებას ედავებიან პრეზიდენტს მისი უახლოესი გარემოცვის წევრები?

ია ანთაძე - რის მითვისებას ედავებიან პრეზიდენტს მისი უახლოესი გარემოცვის წევრები?

ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქით" ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასების პასუხად გააკეთა.

"სააკაშვილისგან ჩერგოლეიშვილის გამიჯვნის საბაბი უსუსური იყო, მაგრამ მიზეზი იყო გრანდიოზული...

ჟურნალისტი ჩერგოლეიშვილი ადვილად გაემიჯნება პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ უშიშროების მდივანი ბოკერია ასე ადვილად როგორ გადაწყვეტს გამიჯვნის პრობლემას?...

სიტყვა "წუწკი" შეიძლება ნიშნავდეს როგორც "ძუნწს", ასევე "ხარბს". კონტექსტი - 17 მაისის აქციის შეფასება - არ იძლეოდა პრეზიდენტის სიძუნწის ან სიხარბის ხაზგასმის მიზეზს. ესე იგი, მასთან გამიჯვნის რეალური მიზეზი უნდა ვეძებოთ არა სააკაშვილის დამოკიდებულებაში ლგბტ პირების მიმართ, არამედ, იმაში, რომ მან გარემოცვას რაღაც არ გაუნაწილა და საკუთრივ მიითვისა. თანაც, ეს გააკეთა მეტად უკულტუროდ - რითიც დაიმსახურა შეფასება "წუწკი". რის მითვისებას ედავებიან პრეზიდენტს მისი უახლოესი გარემოცვის წევრები? - საკითხავი, აი, ეს არის...", - წერს ანთაძე.

მოგვიანებით ამ პოსტს თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა. მისი პასუხი ია ანთაძეს უკომენტაროდ არ დაუტოვებია.

თამარ ჩერგოლეიშვილი: "სასწრაფოდ უნდა დახაზოთ სამკუთხედი და გამოიკვლიოთ, რა მოხდა ტაილანდურ რესტორანში, სადაც მე რამდენიმე დღის წინ ორ ფასკუნჯთან და ერთ ლურჯწვერასთან ერთად ვისადილე".

ია ანთაძე: "თქვენთან ლაპარაკის სურვილი სამუდამოდ გამიქრა, როცა თქვენი არაადეკვატურობა პირდაპირ ჩემზე დაპროეცირდა"

21 მაისს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"რამდენად გამართლებული იყო პატარა ჯგუფის მიერ რაღაც აქციის გამართვა იქ, სადაც მახლობლად წინა დღეს მიდიოდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია ..." (c) მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტო, თქვენ წუწკი ხართ და გარდა იმისა, რომ წუწკი ხართ, ინსტიქტებიც დაგჩლუნგებიათ. ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება ხელისუფლებაში ვერ დაგაბრუნებთ!

თუ ნაციონალური მოძრაობა არ გაემიჯნება პრეზიდენტის კატასტროფულ განცხადებას ლგბტ თემის აქციის თაობაზე, მე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად აღარ განმიხილოთ.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი დაკარგეთ, ერთი მარგინალი სომეხი ჰომოსექსუალი ვარ. მაგრამ მგონია, რომ ცდებით", - წერდა თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს