კარლა ბრუნი: "რომ ვიმშობიარე, ჟურნალისტები წერდნენ, სახე გაუსივდა, გასუქდაო, ძალიან დაუნდობლები იყვნენ"

კარლა ბრუნი: "რომ ვიმშობიარე, ჟურნალისტები წერდნენ, სახე გაუსივდა, გასუქდაო, ძალიან დაუნდობლები იყვნენ"

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი იმაზე ალაპარაკდა, როგორ გაუჭირდა დედობა 43 წლის ასაკში და როგორ დასცინოდნენ ჟურნალისტები მას მერე, რაც შვილი გააჩინა.

გვერდიდან კარლას ცხოვრება შეიძლება ზღაპრულიც ჩანს. ის იყო გლამურული სუპერმოდელი და წარმატებული მომღერალი, მერე საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლი გახდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ისევე იტანჯება და ნერვიულობს, როგორც ჩვეულებრივი ქალები.

"რომ ვიმშობიარე, ჟურნალისტები წერდნენ, სახე გაუსივდა, გასუქდაო, ძალიან დაუნდობლები იყვნენ და არაფერი აჩერებდათ. ბავშვის გაჩენა, როცა უკვე სიბერისკენ მიდიხარ, არც ისე იოლია".

2011 წელს ორსულობის დროს 18 კილოგრამი მოიმატა, მერე კი იძულებული იყო, მთელი ფრანგული ერის თვალწინ დაეკლო ეს კილოგრამები, რადგან მისი ქმარი ნიკოლა სარკოზი სწორედ მაშინ იწყებდა ახალ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიას. პრესა, პრაქტიკულად, თვალს არ აშორებდა კარლას და ცნობილი გასახდომი პროცედურებისადმი სიყვარულის გამო "ბოტოქს-ბურუნდუკიც" კი უწოდა. სტრესთან გამკლავებაში ბრუნის ფსიქოლოგები დაეხმარნენ, თუმცა დღემდე არ წყვეტს ფსიქოთერაპიის სეანსებს - იმდენად გაურთულდა ეს პერიოდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს